სიახლე GeOlymp 2013 - პირველი ეპიზოდის დროის ცვლილება

მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 16 მარტს დაგეგმილი ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის პირველი ეპიზოდის დაწყების დრო გადაიწია და 12:00-ის ნაცვლად დაიწყება 16:00 საათზე.

რაუნდის გადატანის მიზეზი არის ის, რომ შაბათს ასევე ტარდება ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტური ფიზიკაში და ჯეოლიმპზე მოასპარეზე მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ აღნიშნულ ოლიმპიადაში.

სიახლე GeOlymp 2013 - გამოკითხვა დაწყების დროის ცვლილებაზე

მოგესალმებით,
როგორც აღმოჩნდა ჯეოლიმპზე მოასპარეზე მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაში, რომლის მესამე ტური ემთხვევა ჯეოლიმპის პირველ ეპიზოდს. ამ შემთხვევის გათვალისწინებით, გვსურს ეპიზოდის დაწყება გადავწიოთ რამდენიმე საათით და ჩავატაროთ 16 საათზე (ისევ 16 მარტს).

სანამ საბოლოოდ გამოვაცხადებთ დროის ცვლილებას, გვინდა დავადგინოთ მონაწილეთა სხვა ჯგუფს ხომ არ ექმნება პრობლემა 16 საათზე გადატანის გამო. თუ ასეთი შემთხვევა არსებობს, გთხოვთ, ოთხშაბათამდე მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე ან facebook გვერდზე.

სიახლე GeOlymp 2013 - პირველი ეპიზოდის ანონსი

განახლება: დასაწყისი გადაიწია 16:00 საათზე

2013 წლის 16 მარტს 16:00 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის პირველი ეპიზოდი. ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java, PHP, Python და Perl პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

იმ შემთხვევაში თუ ვეღარ შედიხართ სისტემაში პაროლის არ ქონის ან სხვა მიზეზის გამო, გთხოვთ ნუ დაარეგისტრირებთ ახალ მომხმარებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მომხმარებლის გაუქმება მოგვიწევს. ნებისმიერი პრობლემის დროს მოგვწერეთ მეილზე და ვეცდებით ის ოპერატიულად მოვაგვაროთ.

სიახლე 2013 წლის სერიის ამოცანების ავტორები და ტესტერები

ამოცანების ავტორები

თუ გაქვთ ორიგინალური და საინტერესო საოლიმპიდო ამოცანები, რომლებიც გინდათ შემოგვთავაზოთ ციკლ "GeOlymp Series 2013"-ში გამოსაყენებლად, გამოაგზავნეთ ისინი მისამართზე ebogdanov@geolymp.org. ამოცანის განსახილველად მჭირდება ორი დოკუმენტი: ამოცანის პირობა და ამოცანის ამოხსნის იდეა. ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი, პირობა სრულყოფილად ეწეროს ან ამოხსნის იდეა დაწვრილებით და ყველანაირი დამტკიცებით იყოს ჩამოწერილი. მთავარია გასაგები იყოს, რას ითხოვს ამოცანა.

ამოცანები უნდა იყოს ორიგინალური - ანუ შემოთავაზებული ამოცანა არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ნებისმიერ სხვა შეჯიბრზე ქართულ ან უცხო ენაზე. ასევე სასურველია, რომ იგი არ შეიცავდეს ძველ ამოცანებში გამოყენებულ იდეებს. ამოცანების სირთულეების შესახებ წარმოდგენა შეგიძლიათ ჯეოლიმპის წინა შეჯიბრებზე გამოყენებული ამოცანებიდან შეიქმნათ. ვიხილავ ნებისმიერი დონის (A,B,C,D,E) ამოცანებს.

ყოველ რაუნდამდე 2 კვირით ადრე მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ამოცანები იქნას გამოყენებული ამ რაუნდში. თუ თქვენი ამოცანის გამოყენებას გადავწყვეტ და ამ რაუნდში მისი გამოყენება გაწყობთ, გთხოვთ დამატებითი მასალების გამოგზავნას. ესენია:
1) ამოცანის სრულყოფილი პირობა
2) ამოცანის ამოხსნის პროგრამული კოდი
3) გაგზავნილი ამოხსნის ავტომატური ტესტირებისთვის საჭირო ტესტების კრებული
მასალები რაუნდამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე უნდა იქნას მოწოდებული. თუ შემდგომი ტესტირების პროცესში ავტორის ამოხსნაში ან ტესტებში შეცდომები აღმოჩნდა, მან ისინი ოპერატიულად უნდა გაასწოროს.
ამოცანის ავტორს არ შეუძლია იმ რაუნდში მონაწილეობის მიღება, სადაც მისი ამოცანაა გამოყენებული.

ავტორის მიერ სერიის მანძილზე შემოთავაზებული ყველა ამოცანის ანაზღაურება მოხდება ერთიანად სერიის დასრულების (ფინალური რაუნდის) შემდეგ. ანაზღაურების სქემა შემდეგია:
A, B, C დონის ამოცანა - 70 ლარი
D დონის ამოცანა - 90 ლარი
E დონის ამოცანა - 100 ლარი
ფინალური რაუნდის ამოცანა - 100 ლარი


რაუნდების ტესტერები

ყოველი რაუნდისთვის საჭიროა ადამიანი, რომელიც მოახდენს ამოცანების ტესტირებას. ტესტირებაში შედის:
1) შემოწმება, რომ ამოცანების პირობები გასაგებია და არ შეიცავს ორაზროვნებას
2) პროგრამული ამოხსნების დაწერა (იმ ამოცანებისთვის, სადაც შემავალი მონაცემების ზომა დიდია ან ოპტიმალური ამოხსნა ტესტის გასავლელად განკუთვნილი დროის ლიმიტს უახლოვდება, საჭიროა Java-ზე ამოხსნის დაწერა)
3) ამოცანების ტესტების შეზღუდვებთან შესაბამისობაზე შემოწმება
4) ამოცანების ტესტების სისრულის შემოწმება, ანუ შემოწმება რომ ისინი საკმარისია არასწორი და ნელი ამოხსნების გამოსავლენად

ტესტერი მთელი რაუნდის ამოცანებს ტესტავს რაუნდამდე ერთი კვირით ადრე და საჭიროების შემთხვევაში ამ კვირის განმავლობაში უნდა შეეძლოს დამატებითი ტესტირების ჩატარება. ტესტერობის კანდიდატებად მხოლოდ გამოცდილი მონაწილეები განიხილებიან.

ტესტერების ანაზღაურება მოხდება ერთიანად სერიის დასრულების (ფინალური რაუნდის) შემდეგ. ანაზღაურების სქემა შემდეგია:
GeOlymp-ის რეგულარული ეპიზოდის ტესტირება - 200 ლარი
GeOlymp-ის ფინალური რაუნდის ტესტირება - 400 ლარი

სიახლე ჯეოლიმპის 2013 წლის სერია ჩატარდება

მოგესალმებით,

ერთი თვის წინ გამოვაქვეყნეთ წერილი 'ვეძებთ სპონსორს 2013 წლის სერიის ჩასატარებლად', რასაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ჯეოლიმპის გულშემატკივრების მხრიდან. ისინი გამოხატავდნენ მხარდაჭერის სურვილს, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ და ვაფასებთ. ინდივიდუალური შემოწირებულობის დაშვება, რაზეც ბევრმა აღნიშნა, ბოლო წუთამდე არ გვინდოდა და ვყოყმანობდით. საბედნიეროდ მისი გაკეთება საჭირო აღარ არის, რადგან კარგი სიახლე გვაქვს :)

როგორც ჩანს, ერთ-ერთმა თქვენგანმა (სამწუხაროდ ვერ დავადგინეთ ვინ იყო და გაგვახარებს, თუ ის პირადად მოგვწერს) ხმა მიაწვდინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს - ბ-ნ დავით ტყეშელაშვილს და მის მოადგილეს - ბ-ნ ირაკლი ნადირაძეს. ჯეოლიმპთან გაცნობის შემდეგ მათ გადაწყვიტეს 2013 წლის სერიის - ძირითადად ამოცანების შედგენა / ტესტირებასთან და ჯეოლიმპის საიტის განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება. ასეთი ხელშეწყობისთვის გვსურს მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განსაკუთრებით კი ამ კონკრეტულ ადამიანებს.

გაცნობებთ, რომ მარტში დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის პირველი რაუნდი. მანამდე, მონაწილეებს გთხოვთ გადაამოწმოთ თქვენი პირადი მონაცემები საიტზე, სასწავლო დაწესებულება და მოსწავლე/სტუდენტის სტატუსი. ახლო მომავალში საიტზე მრავალი სასარგებლო ინფორმაცია გამოქვეყნდება, რაც სერიისთვის მომზადებაში ხელს შეგიწყობთ. Stay tuned :)

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...